"რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც…" — ზელენსკი
რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან უპასუხა კითხვას, თუ რატომ წამოიყო პუტინმა ომი უკრაინაში.
„მას მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის ადგილზე მსოფლიოში, რუსეთის ლიდერობაზე და ყველა იმაზე, ვინც რუსეთსგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, იყოს არა რუსეთი. მტელია ისტორიაა აქ: კავკასია — კავკასიად, ქართველები ქართველები არიან, მოლდოველები — მოლდოველები, უკრიანა კი უკრაინაა. ეს სხვადასხვა ისტორებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი თვალთახედვით. პირველ რიგში, ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. მან დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. ახლა უნდა, ეს ძალით დაიბრუნოს“, — თქვა ზელენსკიმ.
მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს აშინებს უკრაინის წარმატების მაგალითიც, იქნება ეს ეკონომიკური, ევროკავშირის მიმართულებით თუ ხელისუფლებაში ახალი ხალხის მოსვლის, რადგან მერე რუსეთშიც დაფიქრდებიან მოქალაქეები, რატომ იქ არ შეიძლება მოხდეს იგივე.
მისი თქმით, პუტინი კიდევ 50 წელი ვერ იცოცხლებს, ამიტომ საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმები დღეისთვის დასახა.
„ვფიქრობ, ეს გეგმები არასტრატეგიულია. სტრატეგია არის, რა იქნება 10 წლის შემედეგ სახელმწიოფში, რომელსაც
ის მეოთხედი საუკუნეა, მართავს. სტრატეგია არ არის, რა იქნება ჩემს მერე, ხუთი ჩემნაირი და ხუთი თაობის მერე“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების დიდი შეცდომა იქცა ტრაგედიად ორ ხალხს შორის და ძნელია საუბარი, შესაძლებელი გახდება თუ არა ოდესმე იარების მოშუშება.
„შვილებზე და შვილიშვილებზე უნდა იფიქროთ. ჩვენი თაობა უკვე ერთმანეთს არაფერს აპატიებს“, — დასძინა მან.
წყარო: netgazeti.ge
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (48)