რუსეთში რევოლუცია მწიფდება... პუტინს მუსლიმები მოკლავენ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
2000 წელი, 4 იანვარი
რუსეთში დიდი ცვლა იქნება მთავრობის ხაზით. პუტინი — ის ძალიან სუსტი პოლიტიკოსია, უფრო ჯარისკაცია. ეს მალე გამოჩნდება. მან საბრძოლო პროგრამა უნდა ჩაატაროს ბოლომდე. ეს მისი საქმეა.
მე მას ვერ ვხედავ მომავალში. იგი ბევრ და დიდ შეცდომებს დაუშვებს. უკან უდგას ძალიან დიდი მაფია, რომელსაც უზარმაზარი თანხები აქვს. მათ პუტინის პრეზიდენტობა აწყობთ, მაგრამ ის ვერ დაალაგებს რუსეთის პოლიტიკას. იგი მეტად უტვინოა და ამიტომაც საშიშია. სისულელეები რომ არ ჩაიდინოს, ყველა ეფერება — ამერიკა, ევროპა, აზია, საქართველო, მაგრამ მაინც გააფრენს.
პუტინს მუსლიმები მოკლავენ! ამას ვხედავ ასი პროცენტით. დროს არ ვხედავ, მაგრამ ყველაფერი ეს ასრულდება.
ჩეჩნეთიდან ისეთი უზარმაზარი, შავი ენერგიები დაიძრება, მტრის კარს! რუსეთი მუსლიმებს ვერ გაუმკლავდება.
2001 წელი, 4 იანვარი
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ, მანქანებს ცეცხლი უკიდია. ეს მუსლიმები არიან? არა, ეს ერთ-ერთი რუსული, დიდი მაფიური დაჯგუფებაა, რომელსაც უღირს პუტინის სიკვდილი.
ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. იგი ძალიან შეშინდება და დაიწყებს უკან დახევას. აქ ამერიკაც წამოიმართება და პუტინს არ დაუთმობს.
რაც შეეხება მის პოლიტიკას, დუმაში, პარლამენტში უკმაყოფილებას გამოთქვამენ უკვე. აქედან იწყება პუტინის დაცემის პერიოდი.
რუსეთი ძალიან დაიძაბება, ყველა პუტინს ადანაშაულებს. იგი წააგებს. მას მოკლავენ. საქართველოსთან თავისი უხეში პოლიტიკის გატარებას ბოლომდე ვერ მოასწრებს.
მოკლედ, საქართველოს ღმერთი გადაარჩენს რუსეთის აგრესიისაგან!
2001 წელი, 28 აპრილი
ამერიკელი სამხედროები უფრო მოუხშირებენ საქართველოსთან ურთიერთობებს და თბილისში ჩამოსვლას. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალზე ღიზიანდება, მაგრამ, ვხედავ, იგი უძლურია, რომ სერიოზული დარტყმა მიაყენოს საქართველოს.
***
რუსეთის პრეზიდენტს ტერორს მოუწყობენ. ვხედავ პრეზიდენტ პუტინის სისხლიან მაისურს; ვხედავ, როგორ მიაქანებენ საკაცით საავადმყოფოში. ერთი ტყვია გულთან გაივლის, მეორე ფილტვს უხვრეტს. ამჯერად თითქოს გადარჩება, მაგრამ მეორე ტერორს კი ვერ გადაურჩება. ეს სნაიპერია – შიგ შუბლში მოარტყამს. ვხედავ უკან გადავარდნილ, მკვდარ პრეზიდენტს...
2012 წელი, 7 იანვარი
... დიდი ძვრებია რუსულ პოლიტიკაში, ისეთი, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ. ყველაფერი სწრაფად იცვლება. თითქოს დრო არავის აღარ რჩება. რუსულ პოლიტიკაში მოვა ხალხი, ვისაც არ ელიან. ვხედავ, ეს საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსები იქნებიან, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც რუსეთის სახელმწიფოს სჭირდება. რაც ზედმეტია, თავიდან იშორებენ, ანუ რუსული პოლიტიკიდან აცილებენ. სწრაფი ცვლა იქნება ყველგან და ყველაფერში.
ვხედავ, რუსეთის პრემიერი (იმ პერიოდში რუსთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი იყო. — რედ.) თავისი გეგმების განხორციელებას ცდილობს, მაგრამ არ აუსრულდება. ყველაფერი მოულოდნელად იშლება და ამას, ვხედავ, მისი არასწორი საგარეო პოლიტიკა დააჩქარებს.
რუსეთს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანასთან არეული და რთული ურთიერთობები აქვს. ამას ყველა ხვდება. საჭიროა გამოსწორდეს ეს ურთიერთობები, თორემ ომებისას, რომლებიც აუცილებლად დაიწყება, რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
თუმცა, წინასწარმეტყველებები მაინც ასრულდება მთელი სიზუსტით. ვიმეორებ: რუსეთში მოვა ახალი მთავრობა!!! იქნება დიდი პოლიტიკოსის მოულოდნელი სიკვდილი.
ვხედავ, ხალხი გარეთ გამოდის და ამას კრემლის ბინადარნი ვერ შეაჩერებენ. ეს ჰგავს 1917 წლის რევოლუციას - ძალიან ჰგავს! თვითონ რუსებიც შეადარებენ და ამას ტელევიზიითაც მოვისმენთ. ასე რომ, რუსეთს ჯერ ყველაფერი წინ აქვს.
2012 წელი, 5 მარტი
ვხედავ, რუსეთში დიდი გამოსვლები დაიწყება. წინასწარმეტყველება სრულდება 100 პროცენტით. პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რათა თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს ცეცხლითა და მახვილით.
იგი ვერ მართავს სახელმწიფოს. მომავალში იძულებული შეიქნება, რომ გამოიყენოს ძალა, საკუთარ ხალხს პოლიცია და ჯარი შეუსიოს.
ამის გაკეთება რომ არ შეიძლება უბრალო მოკვდავსაც ესმის, მაგრამ ეს პრეზიდენტს არ ესმის. ეს მისი მეთოდია ბრძოლისა, არ დაინდოს არავინ, არც ხალხი და არც სახელმწიფოები, ვინც მის წინააღმდეგ წავა.
სიმართლე კი ერთია: ნარინჯისფერი რევოლუცია რუსეთში მაინც იქნება!!!
ასე რომ, პრეზიდენტს რომ ჰგონია, გაიმარჯვა, დიდად გაუცრუვდება იმედი.
მსოფლიოსთვისაც ცნობილია, თუ როგორ ემტერება საქართველოს იგი და ვხედავ, ომისთვის ემზადება ისევ. მაგრამ მას ეს ოცნება არ აუსრულდება!!!
თავისი ქვეყნის შიგნით გამართული ბრძოლები აქვს მოსაგები, რომლებსაც ვერ მოიგებს. ყველა და ყველაფერი ამხედრდება მის წინააღმდეგ, ვინაიდან პრეზიდენტი ძალიან არასწორ პოლიტიკას წარმართავს, რასაც რუსი ხალხი ვერ აიტანს.
რუსული ოპოზიცია კი უკვე მართლა გაერთიანდება. ძალა ერთობაშია! — აი ეს არის მათი ლოზუნგი, ვხედავ. იწყება დაუნდობელი ბრძოლები, რასაც ვერ წარმოიდგენთ. დღეს მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება, მაგრამ რუსულ პოლიტიკას სულ სხვა დასასრული ექნება და ეს ყველაფერი დამთავრდება რუსი ხალხის გამარჯვებით. ამინ!!!
რუსულ პოლიტიკაში ბევრი ახალი პარტია ჩნდება. მოდიან ახალი, ძლიერი ძალები, რომელნიც მთავრობას საგონებელში აგდებენ. ასევე ვხედავ მომავალში ტერაქტებს, რომელსაც ახორციელებენ პოლიტიკოსებზე. ისინი ერთმანეთს დაერევიან, დიდი შიდაომები გაჩაღდება. რუსული პოლიტიკა ძალიან აირევა...
რუსეთის პრეზიდენტს კი თავისი გეგმა აქვს, რომელსაც რუსულ დემოკრატიას ეძახის. ხალხი მხარს არ დაუჭერს. მისი მმართველობის დროს კორუფციამ კონდიციას, ანუ უმაღლეს წერტილს მიაღწია. არის პოლიტიკური ანგარიშსწორებები, უამრავი დარღვევები ადამიანის უფლებებისა და მრავალი სხვა და ეს ადამიანი რუს ხალხს ჰპირდება დემოკრატიასა და ათას სხვა რამეს, რაც რა არის, არც იცის. დიახ, მას თავისებურად ესმის დემოკრატია.
რუსეთის პრეზიდენტის სურვილი ერთია — აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რასაც ღიად აცხადებს. არც ომებს მოერიდება, ვხედავ.
ასევე ვხედავ, რომ ამერიკისა და ევროპის აზრი და საერთოდ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აზრი საერთოდ არც აინტერესებს და არც ანგარიშს გაუწევს. მოკლედ, რთულ და საშიშ პოლიტიკას ითამაშებს თუ დასცალდა ბოლომდე.
წინასწარმეტყველებები კი უნდა ასრულდეს და ასეც იქნება ასი პროცენტით. ყველაფერი მოდის კოსმოსიდან და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
2013 წელი, 24 მარტი
...ყველა ცვლილება, რაც რუსეთს ელის — ეს იქნება გოლგოთის გზა და მეტი არაფერი. დღევანდელი არასწორი პოლიტიკა უწყობს ამაში ხელს, ასეთ სიმძიმეში ყოფნაში. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება რუსეთის მთავრობას მომავალში, რომ კრიზისიდან გამოიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.
რუსეთს ეკონომიკური კრიზისიც ელის და თუ მთავრობამ სასწრაფოდ არ დაიწყო რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ — არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ბრძოლა — რუსეთში დიდი რევოლუცია მოხდება.
სხვათა შორის, რუსეთს დიდი პრობლემები ექნება გაზთან და ნავთობთან დაკავშირებითაც, რაც ძალიან შეარყევს რუსეთის ეკონომიკას და ასევე პოლიტიკასაც ევროპასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ევროპას ვეღარ კარნახობს თითის ქნევით. ეს ძალიან საშიში და რთული გადასალახი იქნება რუსეთისთვის. ასეთი პოლიტიკა გრძელდება რაღაც დროით, რუსეთი სუსტდება და ერთი პერიოდი იკეტება თავის ნაჭუჭში, თითქოს არც კავკასია აინტერესებს და არც სხვა, გარდა საკუთარი სახელმწიფოსი.
2013 წელი, 4 ივლისი
რუსეთი საქართველოში ვერ იპარპაშებს, ანუ ვერ იმეფებს. ის დრო წავიდა!!!
საქართველო რუსეთს აღარ ენდობა. ასე ვთქვათ, პოლიტიკური, დამპყრობლური თამაშები რუსეთის მხრიდან მალე შეწყდება. ამას ქართველი ხალხი მოუღებს ბოლოს. დიდი ხიფათი, რაც რუსეთს ელის მომავალში, ჯერ კიდევ წინ აქვთ. ჩრდილოეთ კავკასია, როგორც 1984-1990 წლებში ვიწინასწარმეტყველე, დიდი საშიშროებაა მათთვის და ეს დრო უკვე ძალიან ახლოსაა. ფრთხილად!!!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვერავინ ვერ შემოყოფს ცხვირს, რანაირი ომებიც უნდა გაიმართოს.
***
მომავალში ჩვენ, ქართველებო, ნეიტრალური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს მომავალი ახლოსაა, მერწმუნეთ!
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის სასარგებლოდ. მტრის გულის გასახეთქად მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომები საქართველოს მიმართ მათი დიდი მარცხით დამთავრდება.
***
მოდიან „მეცნიერები“ და რაც მთავარია, „გიორგი ბრწყინვალე“. ამინ!!! ეს კოსმოსის ნებაა, ამას ვერავინ შეაჩერებს. ყველაფერი ასი პროცენტით სრულდება. საცერი — პოლიტიკური საცერი ბოლომდე იცრება. ახალი სისხლი — ახალგაზრდული, აი რა სჭირდება საქართველოს და ამას მიიღებს კიდეც ქართველი ხალხი.
საქართველოს ვერავინ და ვერაფერი ვერ აღგვის მიწის პირისაგან. ბევრი ცივილიზაცია გადაშენდა და გაქრა, საქართველო კი დარჩა და გადარჩა. ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავალშიც.
ქართველებო, ნუ გეშინიათ! დღევანდელ დღესაც გავუძლებთ, ვინაიდან დიდი ძალები გვიცავს, ვინაიდან ჩვენ რჩეული ერი ვართ დედამიწაზე — ეს ასეა ასი პროცენტით! კოსმოსი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს, დიახ საქართველოს, რომელიც ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მთელ კავკასიაში ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც. საერთოდ, „აბრეშუმის გზას“ გვერდს ვერავინ აუვლის, ყველა გზა საქართველოზე გაივლის. სურს ეს რუსეთს თუ არა, ეს ასეა.
ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ რუსეთისგან სიკეთეს არ უნდა ველოდეთ. დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს. განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება საზღვრებთან დაკავშირებით. არავითარი მოლაპარაკებები რუსეთთან შედეგს არ გამოიღებს, მათი ნდობა შეუძლებელია. აი ნახავთ! რუსეთი, საბედნიეროდ, თვითონ სუსტდება. იქ რევოლუცია მწიფდება. იქნება დიდი არეულობები. რუსული პოლიტიკა ინგრევა, რაც გადაარჩენს საქართველოს. დიახ, სხვა გზა არ არსებობს. ეს ყველაფერი ღმერთის ნებაა და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის. ამინ!!!
მოგეწონთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია? მაშინ გაუზიარეთ მეგობრებს
წაიკითხეთ ასსევე
კომენტარები (46)